LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლამ“ პანდემიის ფონზე სარეკორდო რაოდენობის ავტომობილი გაყიდა

2021 წლის მესამე კვარტალში „ტესლამ“ 241 300 ავტომობილის გაყიდვა შეძლო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 102 ათასით უფრო მეტია. ეს მაშინ როცა ელექტრონული კომპონენტების გლობალური დეფიციტს გამო წამყვან ავტომწარმოებლებს ქარხნების დახურვა მოუხდათ. ამ ყველაფერმა „ტესლას“ მუშაობის ტემპზე არანაირი გავლენა არ მოახდინა, ბოლო 3 თვის განმავლობაში კონვეიერიდან 237 823 ელექტროქარი ჩამოვიდა.

ამერიკული მწარმოებელი ერთადერთი დიდი ავიაკომპანიაა, რომელმაც პანდემიური კრიზისი ასე წარმატებით გადალახა, მაგალითისთვის, General Motors–ის კონცერნში შემავალმა ბრენდებმა მთლიანობაში 446 997 ავტომობილი გაყიდეს, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%–ით უფრო ნაკლებია.

„ტესლამ“ პრობლემების თავიდან არიდება იმის დამსახურებით შეძლო, რომ მხოლოდ ერთ მომწოდებელზე არ იყო დამოკიდებული. საჭირო კომპონენტებს ყიდულობდა ყველასგან, ვისაც კი ისინი მოეპოვებოდა. შედეგად წარმოებაც შეინარჩუნა და მსოფლიოს ყველაზე დიდ ავტო ბაზრობებზე მოთხოვნის შენარჩუნებაც შეძლო.