შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით ამ დროისთვის ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოსაყვანად მაშველები მუშაობენ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გომელაურმა განმარტა, არსებობს, ეჭვი ერთი ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თუმცა ის აღნიშნულ ფაქტს ვერ ადასტურებს.
„2 ადამიანი იქნე ამოყვანილი, რომელიც ცოცხალია. როგორც მე მომახსენეს ერთი ადამიანის ცხედარი უნდა იყოს ნანახი. ვერ გიდასტურებთ 100 პროცენტით. სავარაუდოდ, ადამიანის ცხედარია. მუშაობენ, რომ ასწიონ სინკარები და ნახონ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ნანგრევებში მყოფი ადამიანების რაოდენობა სავარაუდოდ, 10-დან 15-მდეა.
„როგორც მანამდე ვვარაუდობდით 10-დან 15-ს ახლაც მანდ ვართ, რომ 10-დან 15 მდე უნდა ყოფილიყვნენ. ახლა ნანგრევებში 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს მოყოლილი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
