LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუძლოდაა, კონტაქტური არ არის… ბავშვების ხმა თითქოს ისმისო და არ ვიცი მე არ მინახავს არცერთი – ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მეუღლე

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მეუღლე აცხადებს, რომ მისი ცოლი შეუძლოდაა და ამ დროისთვის კონტაქტური არ არის.

მისივე თქმით, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ეუბნებიან, რომ მისი 2 შვილის ხმა ისმის ნანგრევებიდან.

„ძაან შეუძლოდაა, მთავარია ცოცხალია… ჯერჯერობით კონტაქტური არ არის.

ბავშვების ხმა თითქოს ისმისო და არ ვიცი მე არ მინახავს არცერთი…“, – აცხადებს ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ქმარი.