სოფელ შავშვებთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი, 30 წლამდე მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა.
ის შემთხვევის შემდეგ “გორმედში” გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
“გორმედში” აცხადებენ, რომ კლინიკაში რჩება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ორი მოქალაქე.
ამასთან, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა მანქანაში მჯდომი არასრულწლოვანი პირიც.
ავარია სოფელ შავშვებთან – ქორწილის კორტეჟის მანქანა გზიდან გადავარდა
