LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულებს ხვალ ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს ხვალ ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ხვალ, 11 ოქტომბერს, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მოხდება 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა გადასვენება.

14:00 საათზე მიცვალებულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი.
გამოსვენება – 12 ოქტომბერს, სამშაბათს, 15:00 საათზე, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.