LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაკვირვებას ვერ ვმალავ, რატომ იმაიმუნებს საკუთარ თავს ღარიბაშვილი: ნიკა მელია

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „სააკაშვილის დაჭერა ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გაუხარდა“, თავად ნიკა მელია ეხმიანება და აცხადებს, რომ „გაკვირვებას ვერ მალავს, რატომ იმაიმუნებს თავს ღარიბაშვილი“.

ის ასევე აცხადებს, მმართველი გუნდის მცდელობა, რაიმე სახით დისონანსი შეიტანონ ოპოზიციაში და ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის პარტიაშიც კი უსუსურად გამოიყურება“.

„კადრულობს იმას, რასაც კადრულობს, რომ თითქოს ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის არის კონფლიქტი და თურმე, ბედნიერიც ვარ ამ ყველაფრით. ამას საღად მოაზროვნე არცერთი ადამიანი არ დაიჯერებს. მე ეს ვიცი და აქედან გამოვდივარ და უბრალოდ გაკვირვებას ვერ ვმალავ, რატომ იმაიმუნებს საკუთარ თავს ღარიბაშვილი, მაგრამ ამაზე ნაკლებად ვდარდობ“, – ამბობს მელია.

მიხეილ სააკაშვილი პრემიერს – სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან