LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი დაბნეულია, შოკშია.. ბიძინას ხომ თავისი შექმნილი წარმოდგენები აქვს ადამიანებზე და ყველაფერი დაერღვა: ნანუკა ჟორჟოლიანი

“ბიძინა ივანიშვილი დაბნეულია, შოკშია.. ბიძინას ხომ თავისი შექმნილი წარმოდგენები აქვს ადამიანებზე და ყველაფერი დაერღვა”,-ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, სააკაშვილის უარი ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიის დატოვებაზე და ციხეში ჩაჯდომა, ყველაზე დიდი დარტყმა და შოკი ბიძინა ივანიშვილისთვის იყო, რადგანაც მას სხვაგვარი წარმოდგენა ჰქონდა სააკაშვილზე და ეს წარმოდგენები დაიმსხვრა. ჟურნალისტი ასევე სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც შეეხო და განაცხადა, რომ მისი შეწყალების აქტის გამოცემა არავის არ სჭირდება, მით უფრო მიხეილ სააკაშვილს.

,,თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის რამხელა შოკია ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება? თუნდაც ის რომ წასვლაზე უარი თქვა, მერე ის რომ სალომე ზურაბიშვილმა თქვა არ შევიწყალებო, სალომე ზურაბიშვილის შეწყალება ვის სჭირდება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი დაბნეულია ახლა. ეს მიშა ძლებს, ახლა ქილები დააბრუნა და ბიძინას ხომ თავისი შექმნილი წარმოდგენები აქვს ადამიანებზე და არ იცის რა ქნას”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ჟურნალისტმა ასევე ისაუბრა “თაფლის სკანდალზე” და განაცხადა, რომ კოკაინის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი კომპრომატი, თაფლი მოიგონა და ახლა ცდილობს სააკაშვილი მოგონებულ შიმშილობაში დაადანაშაულოს, საზოგადოებისგან კი მოითხოვენ, რომ მათი ეს საუბრები დაიჯერონ.

,,ღარიბაშვილმა დაიწყო ეს. რაღაც კოკაინის კამპანია აქვთ, რომელიც დაიწყეს უფრო ადრე და ჰგონიათ, რომ გამოვლენ ნებისმიერ ოპონენტზე, ნუ მიშას ღარიბაშვილის ოპონენტად ვერ ჩავთვლი, ძალიან ზედმეტი პრივილეგიაა ეს ღარიბაშვილისთვის, საბოლოოდ თაფლამდე მივედით აღმოვუჩინეთ კომპრომატად თაფლი სააკაშვილს და ეს იყო მთავარი და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა ტიპის ტონით საუბრობს ამ ყველაფერს”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.