გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 ოქტომბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი +22, +27 გრადუსამდე დათბება.
თბილისში უნალექო ამინდები ნარჩუნდება და ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.
17 ოქტომბრის შემდეგ სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
