LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძე, ჯაფარიძე, ხოშტარია, აბესაძე – მერის მოადგილეები მელიას გამარჯვების შემთხვევაში

ნიკა მელიამ თბილისის მერიის კოალიციური გუნდის წევრები წარადგინა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატმა დედაქალაქის მერის მოადგილის კანდიდატებად: ზურაბ ჯაფარიძე  მამუკა ხაზარაძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე წარადგინა.

ნიკა მელიას განცხადებით, დედაქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს აღარ დაიკავებს.

ნიკა მელიას განცხადებით, ის პარტიის რიგით წევრად დარჩება.