როგორ შეიძლება განვითარდეს სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებული მოვლენები? – პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ 30 ოქტომბრამდე რაიმე ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადაიდგმება, რადგანაც მისი თქმით წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ხელისუფლებისთვის არჩევნებში დამარცხების ტოლფასია. ამის შესახებ მან „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ ისაუბრა.
მისი თმით, არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ ხელისუფლება შეეცდება ქვეყნიდან მოიშოროს მიხეილ სააკაშვილი.
„30 ოქტომბრამდე საუბარი ვერ იქნება, ხელისუფლებას მშვენივრად ესმის, რომ წინასაარჩევნოს გათავისუფლება ნებისმიერი ფორმით არჩევნებში დამარცხების ტოლფასია, ამიტომ 30 ოქტომბრამდე არ ვფიქრობ, რომ რაღაც კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადმული. 30 ოქტომბრის შემდეგ სავარაუდოდ ხელისუფლება შეეცდება სააკაშვილის მოშორებას, იმიტომ რომ სააკაშვილი ციხეშიც კი სერიოზული თავისტკივილია, არაფერში არ სჭირდებათ, ამიტომ ეცდებიან რაღაც ფორმა გამოძებნონ, თუ როგორ მოიშორონ ქვეყნიდა“,-განაცხადა გია ხუხაშვილმა.
