“მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეშია”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ბათუმში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
გარდა იმისა, რომ თქვენ ყველას დიდი მოწიწებით გეფერებით, არ შემიძლია ჩემი სიტყვა არ დავიწყო მისალმებით და მოკითხვით, ჩემი მეგობრის, საქართველოს მესამე პრეზიდენტით, მიხეილ სააკაშვილით, რომელიც დღეს ციხეშია, ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში!
ყოველდღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი ვუყურებთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეშია ადამიანი, რომელმაც ამ ქალაქს, ქვეყანას ძალიან დიდი პროგრესი მოუტანა, რა თქმა უნდა, გული გვტკივა, გაუსაძლისია.
არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, რისთვის ჩამოვიდა, რისთვის უყვარს თავისი ქვეყანა და რისი მიღწევა სურს მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ მივესალმოთ ჩვენს მეგობარს, ერთ-ერთ გამორჩეულ ადამიანს, იმ ადამიანს, ვისაც ეს ქვეყანა ტკივილამდე უყვარს“, – აღნიშნავს დეკანოიძე.
