LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოემბრიდან WhatsApp სმარტფონების გარკვეულ მოდელებზე არ იმუშავებს

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული შეტყობინებების აპლიკაცია WhatsApp მომავალი კვირიდან სმარტფონების ბევრ მოდლზე არ იმუშავებს.

ფეისბუქის საკუთრებაში არსებული აპლიკაცია მთელ მსოფლიოში 1 ნოემბრიდან ძველი ტელეფონების მხარდაჭერას შეწყვეტს, კერძოდ კი 43-მდე სხვადასხვა მოდელზე.

მიზეზი კი Android და iOS ოპერაციული სისტემებისთვის მოთხოვნების შეცვლაა.

კომპანიის ცნობით, ადამიანებმა უნდა გამოიყენონ ტელეფონები Android OS 4.1 ვერსიით ან iPhone ოპერაციული სისტემებით iOS 10 და უფრო ახალი მოდელები.