ზუგდიდის ციხის ყოფილი დირექტორი ამირან ჯანაშია იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება სამეგრელოს რეგიონში მოხდა.
დაკავებულის ახლობლები აცხადებენ, რომ ჯანაშიას იარაღი ჩაუდეს, რადგან ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი.
მომხდარ ფაქტს ენმ-ს წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ყოფილ ძალოვანს, ამირან ჯანაშიას იარაღი ჩაუდეს.
„ცოტა ხნის წინ დააკავეს და ჩვენი ინფორმაციით, იარაღი ჩაუდეს ჩვენს მეგობარს და თანამებრძოლს, ყოფილ ძალოვანს – ამირან ჯანაშიას, რომელიც გვეხმარებოდა სოფელ რუხში. რამოდენიმე დღის წინ თვითონ დაწერა პოსტი, რომ ამაზე ინფორმაცია გვქონდა.მაინც ვერ გაგვაჩერებთ“, – წერს ანი წითლიძე.
არებული ინფორმაცით, ამირან ჯანაშია სსკ-ის 236-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა – შენახვას გულისხმობს.
