LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იან კელი ღარიბაშვილზე: როგორი ამაზრზენი და ღრმად უპასუხისმგებლოა მთავრობის მეთაურის ნათქვამი

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა და თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტს კანონის თანახმად, თვითმკვლელობის უფლება აქვს.

იან კელის შეფასებით, ეს ღრმად უპასუხისმგებლო განცხადებაა.

„როგორი ამაზრზენი და ღრმად უპასუხისმგებლოა მთავრობის მეთაურის ნათქვამი,“- წერს იან კელი „ტვიტერზე.“