ქუთაისის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, ნორა ჩუბინიძეს, ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში დაურეკა.
ტელეკომპანიის ცნობით, ნორა ჩუბინიძე ხელმოწერების გაყალბებაშია მხილებული.
“რატომ არ აკეთებთ კომენტარს, რატომ ჩაურაზეთ კარი, რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ, შეგიძლიათ გაგვცეთ პასუხი”,- მიმართა ნორა ჩუბინიძეს ინგა გრიგოლიამ.
მას შემდეგ რაც, ქუთაისის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ გრიგოლიას შეკითხვებს არ უპასუხა, მას ნოდარ მელაძემაც მიმართა:
“ინგა გრიგოლია ალბათ, იცით, ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი, რამდენიმე კითხვა დაგისვათ, რა ხდება, რატომ ყალბდება არჩევნები?”
ინგა გრიგოლიამ მოგვიანებით მას კითხვა გაუმეორა:
“დავალება გქონდათ თქვენ, სახელისუფლებლო პარტიიდან, რომ ასეთი ტიპის ბარიერი შეგექმნათ?” – გრიგოლიას აღნიშნული კითხვაც ქუთაისის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ უპასუხოდ დატოვა.
