LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილს მოვუწოდე, რომ გაასაჯაროებინოს პერსონალური მონაცემები – ვნახოთ, შემთხვევით „ფეიკი“ ხომ არ არის შიმშილობა: მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს გაასაჯაროოს პერსონალური მონაცემები, რადგან აინტერესებს „შემთხვევით „ფეიკი“ ხომ არ არის მისი შიმშილობა.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, იმ შემთხვევაში,თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდება, მას „იქ გადაიყვანენ, სადაც საჭიროა“. მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო ნებისმიერ პატიმარზე იღებს პასუხისმგებლობას და როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს, იუსტიციის სამინისტრო აქცევს ყურადღებას.

„სადაც საჭირო იქნება, იქ გადაიყვანენ. ქართული სახელმწიფო იღებს ნებისმიერი პატიმარზე პასუხისმგებლობას, რაც კი სახელმწიფოს შესაძლებლობის ფარგლებშია. კონკრეტული ადამიანი რას მოიგონებს, როდის სპეკულაციას მიმართავს. მოვუწოდე ადამიანს, რომ გაასაჯაროებინოს პერსონალური მონაცემები, ამის გახმოვანების უფლება მისცეს პენიტენციურ სამსახურს. შემდეგ ვნახოთ, შემთხვევით “ფეიკი” ხომ არ არის შიმშილობა და ა.შ. გარკვეული ეჭვები არსებობს საზოგადოება მხრიდან.

ნებისმიერ პატიმარს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს, მიხედავს იუსტიციის სამინისტრო”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.