ოპოზიციონერი დეპუტატი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობაში ჩაენაცვლებოდა. როგორც „პალიტრანისუსის“ ეთერში უგულავამ აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ერთი წამითაც არ დაფიქრდებოდა.
„შიმშილობაში ჩავენაცვლებოდი, ერთი წამითაც არ დავფიქრდები. მიშას ვიცნობ საკმარისად კარგად, ის შიმშილობას არ შეწყვეტს. სანამ მას გონება ექნება და სანამ ის თავისი გონებით პასუხისმგებელი იქნება თავის ქმედებაზე, შიმშილობას არ შეწყვეტს“, – განაცხადა უგულავამ.
გიგი უგულავა არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის გამოსახატავად, შიმშილობა დაიწყოს.
„შიმშილობის დაწყებაც არ არის გამორიცხული, რადგან ეს განგრძობადობა უნდა იყოს, მიხეილ სააკაშვილმა რაღაც მომენტში უნდა შეწყვიტოს შიმშილობა. ესენი მკვლელობაზე წამსვლელები არიან, შეიძლება სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა გააგრძელონ და ასე იყოს მუდმივი ესტაფეტა”, – განაცხადა უგულავამ.
