LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისურისა და კომპიუტერის მცოდნე საქართველო ვერ გაერკვა, რას ნიშნავს ჭამა – პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ ფოტო-ვიდეომასალასთან დაკავშირებულ გამოხმაურებებზე წერს.

„და აი, მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე საქართველო, ვერ გაერკვა, რას ნიშნავს ჭამა“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქში“.

დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელზეც, მათივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებაა აღბეჭდილი.

“ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს” – რა ვიდეოს აქვეყნებს პენიტენციური სამსახური

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და უკვე 37-ე დღეა შიმშილობს.

სააკაშვილი ამბობს, რომ თამთა დემურიშვილი პირადად შეხვდა და დაარწმუნა, რომ მიეღო ფაფები – ომბუდსმენის მოადგილე

ოპოზიციამ აქციები უკვე გაიმართა სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. პარალელურად, მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან რუსთავის ციხესთან და მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას, ასევე, მის გათავისუფლებას ითხოვენ.