ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჯანდაცვის სამინისტრო დატოვა. ის სავარაუდოდ, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა.
მას შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში ცოტახნის წინ მივიდა. როგორც თავად ამბობს, ჯანდაცვის სამინისტროდან რამდენიმე საათის წინ დაურეკეს და დაიბარეს.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში საათნახევარზე მეტია სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრები ჯანდაცვის მინისტრს ხვდებიან.
