LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი პიროვნულად არ მეგონა ამდენად ძლიერი – შეუძლებელია ვთქვა, რომ მეგონა ჩამოვიდოდა, 50 დღე იშიმშილებდა და ააკანკალებდა მთელ ხელისუფლებას: გიორგი მარგველაშვილი

„სააკაშვილი პიროვნულად არ მეგონა ამდენად ძლიერი – შეუძლებელია ვთქვა, რომ მეგონა ჩამოვიდოდა, 50 დღე იშიმშილებდა და ააკანკალებდა მთელ ხელისუფლებას“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.

მისი განმარტებით, „ასე პანიკურად შიში დატუსაღებული ადამიანის, აღარ არის რეალური შიში, ეს ფობიაა, – ფსიქიური მდგომარეობა, როდესაც შენ გაუაზრებლად გეშინია“.

მიხეილ სააკაშილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა

ჩემივე აშენებული ავტობანით წავალ გორის ჰოსპიტალში, არ ვაპირებ, შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია, არც თქვენ შეეგუებით: მიხეილ სააკაშვილი

„მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ სპექტრს მიეკუთვნება საქართველოს მოქალაქე, ყველასთვის ეს იყო მძიმე სტრესი, მძიმე ტვირთი, განსაკუთრებული რეალობადაკარგული რადიკალების გარდა, ალბათ არავის უნდოდა, არც ელენეს და არც მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი. ამ 50 დღის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა და არა მთელი პარტია, რადგან შეუძლებელია მთელი პარტია ამდენად მძიმე ფსიქიკის მატარებელი იყოს, დაუპირისპირდა მთელ საზოგადოებას, პოლიტიკური სპექტრის მიუხედავად. ბოლოს უკვე დაუპირისპირდნენ ექიმებს, მედიცინას და მეცნიერებას. ბუნებრივი იყო, რომ ამ კატასტროფული დაპირისპირების შედეგად, ჩამოიშლებოდა ის შიდა ზღურბლიც, რომელიც პარტიაში არსებობს. ის სამწუხარო შიდა დისციპლინა, რომელიც ამ პარტიის ნორმალურ წევრებს ვერ აღებინებს ხმას, ვერ აფიქსირებინებს პროტესტს, იმ ძალიან მძიმე 50 დღის განმავლობაში, რომელიც ჩვენ გავიარეთ. ასე პანიკურად შიში დატუსაღებული ადამიანის, ეს აღარ არის რეალური შიში, ეს ფობიაა, – ფსიქიური მდგომარეობა, როდესაც შენ გაუაზრებლად გეშინია. სააკაშვილი პიროვნულად არ მეგონა ამდენად ძლიერი. შეუძლებელია ვთქვა, რომ მეგონა სააკაშვილი ჩამოვიდოდა საქართველოში, 50 დღე იშიმშილებდა და ააკანკალებდა მთელ ხელისუფლებას”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ბრძოლა, არაძალადობრივი, მაგრამ ძალიან მწვავე ფორმებითა და მეთოდებით გაგრძელდება…უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ მომდევნო სამოქმედო გეგმას: ნიკა მელია