ძალიან მიხარია, რომ შიმშილობა დასრულდა, მინდა ისე დასრულდეს, რომ აღარავინ დაიწყოს ხოლმე. არ მინდა, შიმშილობა ჩაითვალოს რაიმენაირ წარმატებად განსაკუთრებით ასეთ ბოროტმოქმედ რეჟიმებთან ბრძოლაში, – განაცხადა „ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის შეფასებისას.
„შიმშილობას შეიძლება მაშინ მიმართო, როდესაც დასაკარგი არაფერი არ გაქვს და ჩვენ ამ შემთხვევაში ბევრი რამ გვაქვს დასაკარგი“. – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
თამარ ჩერგოლეიშვილმა რამდენიმე თვის წინანდელი ამბები შეახსენა მაყურებელს.
„მინდა გაიხსენოთ, რა მოხდა თებერვალში. როდესაც ნიკა მელია დაიჭირეს. ყველა ვამბობდით, რაში სჭირდება მელიას დაჭერაო, მაგრამ მან მერე დათმო მელია და მოახდინა პარლამენტის ლეგალიზაცია.
აქაც ჩვენ გვახსოვს როგორ დაიწყო. შიმშილობა დაიწყო გათავისუფლების მოთხოვნით, იანიშვილმა „აწია“ ეს ყველაფერი, კულმინაცია გააკეთა სააკაშვილის ჯინაზე გლდანში გადაყვანით. სადაც მას შეურაცხყოფა მიაყენეს და ღირსება შეულახეს და პიკში, საერთაშორისო ყურადღებაც რომ მიიქცია, გადაიყვანეს.
ორი დღეა ოპოზიციური სპექტრი მიღწევად თვლის იმას, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაიყვანეს, როცა შიმშილობა რომ არ დაეწყო, სამკურნალოც არ იქნებოდა.
ჩვენ არ ვართ ეროტიკულ ფილმში, რომ ჩვენი მიზანი იყოს გაშიშვლება, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება.
რამდენი ხანი უნდა ვაშიშვლოთ ეს რეჟიმი?“ – კითხულობს თამარ ჩერგოლეიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში და დასძენს, რომ ავტორიტალურ რეჯიმთან ბრძოლაში ჩვენ ძალების გამოზოგვა გვჭირდება.
