LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამრიკო ჭოხონელიძე: “18 წლის წინ ზუსტად იმიტომ მოხდა ამხელა ცვლილება, რომ ერთად ვიდექით, ხელის ჩაჭიდება იმდენად დიდი ენერგეტიკის მომცემია, რომ ასე მგონია კლდეს გაანგრევს”

„ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვის აქცია გამართეს.

ადგილზე იმყოფებოდა მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე, რომელმაც ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან სანატრელი გაგვიხდა ჩვენ ერთად ყოფნა, ეს იმდენად მნიშვნელოვანია, ხელის ჩაჭიდება იმდენად დიდი ენერგეტიკის მომცემია, რომ ასე მგონია კლდეს გაანგრევს, მაშინ ასე იყო, 18 წლის წინ ზუსტად იმიტომ მოხდა ამხელა ცვლილება, რომ ერთად ვიდექით და ერთად ვიყავით ყველა. მე მოვუწოდებ ყველა ჩემს ახლობელს, ვინც სხვა აზრზე დგას, ახლა საჭიროა ერთად დგომა! გასააზრებელი გვაქვს ერთი მთავარი ჩვენი სატკივარი, ჩვენ ერთნი უნდა ვიყოთ და მტერი გვყავს ერთი,”-აღნიშნა თამრიკო ჭოხონელიძემ.