LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის გადაყვანა ერთგვარი საბაბი იყო, რათა მეორე ეტაპზე საუბარი მის გათავისუფლებაზე დაწყებულიყო

“რეალურად, სააკაშვილის გადაყვანისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. ეს იყო ერთგვარი საბაბი, რათა მეორე ეტაპზე საუბარი დაწყებულიყო მის გათავისუფლებაზე,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილი მძიმე დანაშაულებშია მხილებული და ის სასჯელს აუცილებლად მოიხდის.

„რეალურად სააკაშვილის გადაყვანისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. ეს იყო ერთგვარი საბაბი, რათა მეორე ეტაპზე საუბარი დაწყებულიყო მის გათავისუფლებაზე. ბუნებრივია, ეს არის ღიმილის მომგვრელი. მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულებშია მხილებული. მას შეფარდებული აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და რა თქმა უნდა, სამართლის უზენაესობისთვის მნიშვნელოვანია, ასევე, პოლიტიკური პროცესების ნორმალიზებისთვის, რომ მან სათანადოდ, კანონმდებლობის შესაბამისად, მოიხადოს ეს სასჯელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.