“ბოლო წლებში ისე ჩანდა, რომ ეს პატარა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეჭამა და ყოველთვის ცდილობდა, რომ თავის დღის წესრიგში მოექცია, თავისი ზეგავლენა მოეხდინა და ეს გამოსდიოდა კიდეც,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ჩრდილოვანი კაბინეტის ჩამოყალიბების საკითხი ბლეფი იყო.
„განსხვავებული აზრის მოსმენა ნორმალურია, მაგრამ რასაც ისინი ამ რადიკალური ფორმებით აკეთებენ, ეს პირველ რიგში მათ აზიანებს, მათი მარგინალიზაცია ხდება. დღეს რა ვითარებაშიც იმყოფება კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობა“, ეს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის არის კარგი. ყველა პარტიებზე არ ვისაუბრებ, რადგან ბევრი გაემიჯნა „ნაციონალურ მოძრაობას. ბოლო წლებში ისე ჩანდა, რომ ეს პატარა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეჭამა და ყოველთვის ცდილობდა, რომ თავის დღის წესრიგში მოექცია, თავისი ზეგავლენა მოეხდინა და ეს გამოსდიოდა კიდეც. ვფიქრობ, იქაც არსებობენ ადამიანები, ვინც სწორად ხედავს.
ეს ჩვეულებრივი ბლეფი იყო, არანაირი ჩრდილოვანი კაბინეტი, უბრალოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო, რომ თითქოს რაღაც კოალიციური მთავრობაა, როდესაც თბილისის საკრებულო გვქონდა მოგებული, „ქართულ ოცნებას“ დედაქალაქის საკრებულოში უმრავლესობა გვყავს და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ სხვა პარტიების დახმარების გარეშე. ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური ბლეფი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
