LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: ევროვიზიაზე რომელ მომღერალს რა ვარცხნილობა ჰქონოდა, იმის საქმის კურსში იყო სააკაშვილი და არ იცოდა, 7 ნოემბერს მთელი დღე რომ ხალხს თავ-პირს ამტვრევდნენ, ბოლოს ტელევიზიაში შევარდნენ?

“ევროვიზიაზე რომელ მომღერალს რა ვარცხნილობა უნდა ჰქონოდა, იმის საქმის კურსში იყო, თვითონ ყვებოდა ხოლმე ამ რაღაცებს და ის არ იცოდა, მთელი დღე რომ ხალხს თავპირს ამტვრევდნენ, ბოლოს ტელევიზიაში რომ შევარდნენ?”-ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომელმაც 7 ნოემბრის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

რომ ატრიალებთ 7 ნოემბრის კადრებს, დღემდე ცუდად ვიგონებ ამას… გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი? შეადარეთ დაკავებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს – სააკაშვილი

„როგორ გააბაიბურა 7 ნოემბერი. ძალიან მძიმე ცოდვად კიდია ამ ხელისუფლების კისერზე როგორც 20 ივნისი, ასევე 5-6 ივნისის დარბევა, მაგრამ დღეს სააკაშვილმა ტოლობის ნიშანი დასვა, რომ რაც ჩვენ გავაკეთეთ 7 ნოემბერს, ამათმა 20 ივნისს გააკეთესო. ბოდიში, მაგრამ ტელეკომპანია „იმედში“ რომ შევარდნენ, რომ დალეწეს იქაურობა, მაუწყებლობა რომ გათიშეს, თავპირი რომ დაამტვრიეს ჟურნალსტებს, ეს მე მახსოვს მარტო, ცუდი სიზმარია ჩემი? ეს გადაცდომაა?

მე ამას ტელევიზორიდან ვადევნებდი თვალყურსო, ხელი შეაწმინდა ვანო მერაბიშვილს. ეს იმ ოპერიდან არის, მეგის ქარდავას რომ არ იცნობს, ახალაიებს სულ ორჯერ ვარ შეხვედრილიო, ახლა ვანო მერაბიშვილზე შეიწმინდა ხელი, მე რავიცი, ის წარმართავდა ყველაფერსო. ევროვიზიაზე რომელ მომღერალს რა ვარცხნილობა უნდა ჰქონოდა, იმის საქმის კურსში იყო, თვითონ ყვებოდა ხოლმე ამ რაღაცებს და ის არ იცოდა, მთელი დღე რომ ხალხს თავპირს ამტვრევდნენ, ბოლოს ტელევიზიაში რომ შევარდნენ? უფრო მეტიც, იმ ღამეს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები გამოიყვანეს, რაც არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა. ამოსაცნობი და სანომრე ნიშნები მოხსნეს მანქანებს, ჯარისკაცებსაც, ოფიცრებსაც და ჯარი გამოყვანეს ქუჩებში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

როგორ ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, “მიხეილ სააკაშვილმა შეგვახსენა, რომ არ შეცვლილა და არანაირი სინანული არ აქვს.”

„კიდევ ერთი, ვალერი გელაშვილზე თქვა, იმან თქვა, ამან თქვაო, ვალერი გელაშვილს ჯერ სახლი წაართვეს, ავლაბრის რეზიდენციასთან რომ შენობაა, შემდეგ სიკვდილამდე სცემეს საქართველოს პარლამენტის მოქმედ დეპუტატს, დღისით, მზისით სპეცრაზმელებმა დაუმტვრიეს თავპირი, შემდეგ სხდომა მოიწვის, ნაცემ დეპუტატს იმუნიტეტი და მანდატი შეუჩერეს. ვიღაცას უყვარს ვალერი გელაშვილი, ვიღაცას არ უყვარს, რა მნიშვნელობა აქვს, დღეს რომ იგივე მომხდარიყო, წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდებოდა? ამის საქმის კურსში პრეზიდენტი არ იყო? ასეთ რაღაცებს რომ ყვება სააკაშვილი, ვის ატყუებს, არ ვიცი. უხერხულია, დღეს მას ჰქონდა შესაძლებლობა, ძალიან ადამიანურად გული აეჩუყებინა ყველასთვის, სინანული და გულწრფელი ბოდიში არის ღირსების გამოვლინება.

სააკაშვილმა დღეს ისიც თქვა, შეცდომა იყო ჩემიო, დანაშაული კიარა, სააკაშვილს წამოეწია თავისი ცოდვები. პირველ რიგში, მან ყველაზე დიდი დანაშაული ჩაიდინა, რომ მურუსიძეების სასამართლო შექმნა და ჩინჩალაძეები, ეს ხალხი თვითონ არ მოიყვნა? ეს სასამართლო თვითონ არ შექმნა? შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, სამ წინადადებიანი საბრალდებო დასკვნები და განაჩენები მაქვს წაკითხული. „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რომ სააკაშვილის მიერ მოყვანილ მურუსიძე ჩინჩალაძეებს თავზე ხელი გადაუსვა და უვადო მოსამართლეებად გაამწესა. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული სააკაშვილისაც ქათული სახელმწიფოს წინაშე და „ქართული ოცნებისაც“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.