LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფლებში რომ გათავისუფლების კომიტეტები შექმნან, რა უნდა ქნან? ფიწლები მოიმარჯვონ და შევარდნენ გორის ჰოსპიტალში? – სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია: ელისაშვილი

“სოფლებში რომ გათავისუფლების კომიტეტები შექმნან, რა უნდა ქნან? ფიწლები მოიმარჯვონ და შევარდნენ გორის ჰოსპიტალში? – სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია”,-ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ინიციატივა, რომ ყველა სოფელში მისი გათავისუფლების კომიტეტები უნდა შეიქმნას, სიგიჟეა.

„სიგიჟეა, რაც თქვა სააკაშვილმა, მოგიწოდებთ ჩემს მხარდამჭერებს, ყველა სოფელში შექმენით ჩემი გათავისუფლების კომიტეტები. ეს როგორი აბსურდია იცით?! სოფლებში რომ კომიტეტები შექმნან, იმ კომიტეტებმა რა უნდა ქნან? – ფიწლები მოიმარჯვონ და შევარდნენ გორის ჰოსპიტალში? – რატომ მოუწოდებ ასეთი სიგიჟისკენ?

ნესტორ მახნო იყო ცნობილი უკრაინელი ანარქისტი, გულიაი–პოლე ჰქონდა ასეთი სოფელი, თავისი მშობლიური, სადაც შექმნა სახელმწიფო. ამ გულიაი-პოლეში ნესტორ მახნო ჩადიოდა ზუსტად ასეთ რაღაცებს. იტყოდა, წამოდი, ახლა დავეცეთ იმ ქალაქს და დაეცემოდნენ. შევარდებოდნენ, გადაწვავდნენ ჟანდარმერიას. აღარ არის მახნოს დრო, მახნო ჰგონია თავისი თავი.

რა გვითხრა იცით სააკაშვილმა? სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, ეს გვითხრა გუშინ წინ სააკაშვილმა, რადგან რომ მოვა უარესს ჩაიდენს რასაც ჩადიოდა. გირგვლიანის საქმე არ არსებობსო გვითხრა და 7 ნოემბერს მე რა შუაში ვიყავიო, ვანო მერაბიშვილი წარმართავდაო. ეს ხელის შეწმენდაც ხომ ლაჩრების საქმეა. მანამდე თქვა, მეგის ქარდავა საერთოდ არ ვიცი ვინააო”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.