LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიშნული ჰქონდა პრეპარატი, თავიდან 25 მილიგრამი, როდესაც პროცესი ახლოვდებოდა, ავიდა 200 მილიგრამზე – ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს მიზანმიმართულად მოხდა: გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს დანიშნული ჰქონდა პრეპარატი, რომელის რაოდენობაც თავიდან 25 მილიგრამი იყო, ხოლო შემდგომ 200 მილიგრამამდე ავიდა პრეპარატის რაოდენობა. ალასანიას განმარტებით, სწორედ ამ პერიოდში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ახლოვდებოდა და ის ფიქრობს, რომ პრეპარატები სააკაშვილს სასამართლო პროცესის წინ მიზანმიმართულად დაუნიშნეს.

მისივე თქმით, აღნიშნული წამლების მიღება შეწყვეტილია და სწორედ ამიტომ სააკაშვილმა საკუთარ პროცესზე ყოფნა მოახერხა.

რამდენიმე დღე უკეთესად იყო, მაგრამ ნელ-ნელა უკან მიდის, არ აქვს ჩვეულებრივი დაღლა, ნერვიულობა, ვფიქრობ, ეს მედიკამენტოზურია – ჩემს შვილს უპირისპირდება სისტემა: გიული ალასანია

სააკაშვილს დაუნიშნეს მედიკამენტი, იგეგმებოდა დოზების გაზრდა, რაც გამოიწვევდა მეტ სისუსტეს და ცუდ მდგომარეობას – ვერ გამოვიდოდა სასამართლოზე: ნიკოლოზ ყიფშიძე

„მას ჰქონდა დანიშნული პრეპარატი, რომელიც ფსიქიკურად დაავადებულებს ენიშნებათ, ეს პრეპარატი გორის ჰოსპიტალში დაუნიშნეს, მაგრამ ძალიან მცირე დოზა, მხოლოდ 25 მილიგრამი. შემდეგ ეს დოზა გაიზარდა და როდესაც სასამართლო პროცესი ახლოვდებოდა, ავიდა 200 მილიგრამზე. სწორედ ამ წამლის შედეგი იყო, რომ ექიმებმა არ იცოდნენ რა ექნათ. თითქოს, ეს თავიდან ძილის მოსაწესრიგებლად იყო, მაგრამ როდესაც დოზა გაიზარდა, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მიზანმიმართულად იყო, სასამართლო პროცესი ახლოვდებოდა. რა თქმა უნდა, ექიმებმა უნდა დადონ თავიანთი დასკვნა, მაგრამ მე რასაც ვხედავ აშკარად არის გაუარესება და რეგრესი. მიჩნდება ათასნაირი ეჭვი, ვხედავ, რომ ადამიანი სუსტდება, რა ასუსტებს ამ ადამიანს? ვერცერთ ექიმს ვერ დავადებ ხელს, ვიცი რომ კარგი პროფესიონალები არიან. თავად ამაზე არაფერი არ უთქვამს, ვხედავ, რომ უფრო მიიწევს საწოლისკენ და სულ ცდილობს, რომ იწვეს. ახლა ამ წამლების მიღება შეწყვეტილია, მაშინვე მოუხსნეს და ამიტომ მოახერხა პროცესებზე ყოფნა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

კოვიდის გადატანის შემდეგ დანიშნული ჰქონდა გარკვეული ფსიქოტროპული პრეპარატები, ბატონ მიხეილს მაღალი დოზა არცერთხელ არ მიუღია: ნინო გოგორიშვილი