LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშას ჩამოართვეს ტელევიზორი, აუკრძალეს ვიზიტორები – გლდანის ციხეში წნევის აპარატის დაზიანებისთვის ახლა დაისაჯეო…ესენი გაგიჟდნენ?: ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს, ტელევიზორი ჩამოართვეს და ვიზიტორები აუკძალეს. როგორც ჟორჟოლიანი წერს, სააკაშვილს ეუბნებიან, რომ „გლდანის ციხეში წნევის აპარატის დაზიანებისთვის ახლა დაისაჯეო“.

ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას: მიხეილ სააკაშვილი

„მიშას ჩამოართვეს ტელევიზორი.

აუკრძალეს ვიზიტორები.

და ეს იმიტომ რომ გლდანის ციხეში შეთრევის და ფორთხვის შემდეგ რომ ხელი გაკრა პალატაში ტექნიკას, წნევის აპარატი დააზიანე და ამისთვის დაისაჯე ახლაო.

თქვენი აზრის ესენი გაგიჟდნენ?“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.