ექსპერტი გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ როცა სააკაშვილი შერიგების (კოჰაბიტაციის) სამხრეთ აფრიკულ მოდელზე საუბრობს, უნდა ახსოვდეს, რომ მაგ მოდელის განხორციელებას ნელსონ მანდელა სჭირდება ხელისუფლებაში და არა ივანიშვილი და მითუმეტეს, ღარიბაშვილი.
„აქ მხოლოდ პიროვნულ მასშტაბზე არ ვსაუბრობ. მანდელა თვითონ იყო სისტემის მიერ წამებული, ბიძინას და იკასგან განსხვავებით.
პატიება კი მხოლოდ დაზარალებულს შეუძლია და არა საშოვარზე გამოსულ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველ სუბიექტს”, – წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქში.
მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მხარს უჭერს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაჟღერებულ წინადადებას სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილისგან შეწყალებას არ ითხოვს.
