LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელმა ეპისკოპოსმა ბავშვებს უთხრა, რომ სანტა არ არსებობს

იტალიელმა ეპისკოპოსმა ბავშვებს უთხრა, რომ სანტა კლაუსი არ არსებობდა. ამის შესახებ BBC წერს.

ეპისკოპოსმა ანტონიო სტალიანომ, რელიგიურ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ სანტას წითელი ტანსაცმელი მხოლოდ Coca-Cola-ს მიერ შერჩეული იმიჯია.

ამ ფაქტმა მშობლები აღაშფოთა.

მოგვიანებით ამავე ეპარქიის საეკლესიო პირებმა თქვეს, რომ მხოლოდ შობის ჭეშმარიტი მნიშვნელობის ხაზგასმა სურდა.