LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო პროცესი გაიმართება

ხვალ, 27 დეკემბერს ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების გიორგი კავილაძისა და აკო ჭელიძის წინასასამართლო პროცესი გაიმართება.

სასამართლო სხდომაზე, რომელიც 12 საათზე დაიწყება, მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ასევე, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

ნუ ჩაუსახავთ ცრუ იმედებს შემზარავი დანაშაულის ჩადენაში მხილებულ შვილებს – მიეცით მათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა და გულწრფელი სინანულის საშუალება: ნიკო კვარაცხელიას დედა ბრალდებულების მშობლებს მიმართავს

“ეს შარშან იყო… ვის შეეძლო წარმოედგინა, რომ მსგავსი ბოროტება არსებობდა… მინდა პატიება გთხოვოთ, ჩემი ემოციების გამოხატვის გამო…” – ნიკო კვარაცხელიას დედა საზოგადეობას მიმართავს