მარიტა მელიქიშვილი და გიორგი გასვიანი ახალშობილის ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.
როგორც ჩანს, ოჯახის ყველაზე პატარა წევრი უკვე სახლშია. მშობლებმა მას განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს.
“ჩვენი გალა უკვე სახლშია, რა ლამაზი ხარ დეე..”,- ამბობს მარიტა.
ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი ბიჭის მშობლები რამდენიმე დღის წინ გახდნენ. სასიხარულო ამბავი წყვილმა სამშობიაროდან გაგვიზიარა.
