საქართველოში, 2022 წელს, პირველი ახალშობილი „იმედის კლინიკაში“, 00:30 საათზე დაიბადა.
ბიჭის წონა 3,5 კილოგრამი, სიმაღლე კი 45 სანტიმეტრია.
როგორც გინეკოლოგი დავით კობეშავიძე ამბობს, ბავშვი ფიზიოლოგიური მშობიარობით გაჩნდა.
დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.
ახალი წლის ღამეს, “იმედის კლინიკაში” 4 ახალშობილი დაიბადა.
