ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა ვარჯიშის დაწყება გადაწყვიტა. როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში მის გამომწერებს უყვება „ახალ წელს წონის მომატების მაგივრად, დაკლებას აპირებს“.
„ასეთი „ჩელენჯი“ მაქვს, რომ ახალ წელს კი არ უნდა მოვიმატო, უნდა დავიკლო. ვნახოთ აბა რა გამომივა.
რა უნდა მეჩვენებინა, ოღონდ არ დამცინოთ. რითი ვვარჯიშობ აი, „პაპიროსის“ მოწევას რო დაიწყებს ქალი 10 წლის დანებების შემდეგ, ვალიდოლით ვვარჯიშობ“, – ამბობს მაია.
