LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „ჩემი მეგობარი ალისკა“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ელის-მარია სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ნანუკა ჟორჟოლიანი სოფო ნიჟარაძეს შინ ესტუმრა და მიხეილ სააკაშვილისა და სოფოს ქალიშვილი, ელის-მარია სააკაშვილი მოინახულა. ნანუკამ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც უსაყვარლეს გოგონასთან ერთად აქვს გადაღებული. ტელეწამყვანმა ფოტოს დააწერა: „ჩემი მეგობარი ალისკა“. ნანუკამ გამომწერებს ასევე გაუზიარა ვიდეოც, სადაც ელის-მარიას ბებია სთხოვს, ნანუკას დაუძახოს, გოგონა კი ტელეწამყვანს უღიმის.