პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
ხუხაშვილი კობახიძეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პაროდიას უწოდებს და კობახიძის თმაზეც ხუმრობს:
“კობახიძე თავისი ტლუ განცხადებებით ვიქტორ ორბანის პაროდიად იქცა. იმ განსხვავებით, რომ იმას თავი ქუდში აქვს, ამას კი კულულებში”, – წერს ხუხაშვილი “ფეისბუქში.
შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანი ერთ-ერთია იმ პოლიტიკურ ფიგურებს შორის, რომელიც დასავლეთის კრიტიკით გამოირჩევა.
რაც შეეხება თავად კობახიძის დღევანდელ განცხადებას, ის აფასებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელშიც წერია, რომ მმართველმა პარტიამ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა.
კობახიძის თქმით, აღნიშნული განცხადება მთლიანობაში არასამართლიანია და არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ.
