LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი კომპანია კახეთში შეიქმნა… პირველი ადგილი სამშენებლო სექტორს უკავია“ / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

2022 წელი დადგა, მაგრამ წლის პირველ კვირას როგორც იცით, 2021 წელს ვაჯამებთ.

როგორი იყო ის ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის, იყო თუ არა წარმატებული, რა გამოწვევებია და რა გეგმებია უკვე მიმდინარე 2022 წელს.

ბიზნესთან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფორმაცია თუ შეიძლება, კერძო კომპანიას ჰქონდეს, არის ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო „ბია“, მის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ნუცა ოთიაშვილს ვესაუბრებით.

-საინტერესოა თქვენი სტატისტიკური ანალიზი, 2021 წლის ბოლოსთვის რამდენი კომპანია დაფიქსირდა თქვენს ბაზაში, რომელიც საკმაოდ დიდია. ასევე საინტერესოა, თუ იყო ზრდა 2021 წელს, რადგან ეკონომიკა გაიზარდა, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, კომპანიების რიცხვი და თქვენთან მომართვიანობაც უნდა გაზრდილიყო.

– 2020 წლის ბოლოს „ბია“-ზე ფიქსირდებოდა 55 ათასამდე კომპანია. გასულ წელთან შედარებით სტატისტიკა 10 ათასზე მეტი კომპანიით გაიზარდა, რაც შეეხება ფუნქციონალური ორგანიზაციების რიცხვს, მათი რიცხვიც გაზრდილია და ეს საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ ტენდენციებს ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით.

– თქვენ ონლაინ მუშაობდით და ინფორმაციას ონლაინ აწვდიდით, მომხმარებელს, მაგრამ როგორც ამბობენ, პანდემიამ ბევრი ასეთი კომპანია „დაბუსტა“. თქვენთან რეგისტრაციის კუთხით ხომ არ შეცვლილა მუშაობის სპეციფიკა?

-„ბიას“ პლატფორმაზე კომპანიის უფლებამოსილ პირს შეუძლია რეგისტრაციის მართვა, მას შეუძლია, რომ თავად მართოს საკუთარი პროფილი და ამ ნაწილშიც 50 %-ით არის ზრდა, რაც გულისხმობს რომ „ბიას“ პლატფორმაზე მოთხოვნა გაიზარდა და დაინტერესებულები არიან, რომ კომუნიკაცია, უფრო აქტიურად ჰქონდეთ ბიზნესს ბიზნესთან ბითუბი და ბითუსი მიმართულებით.

– რა ტიპის კომპანიებია, როგორია პროცენტულად ჩაშლა ამ შემთხვევაში?

– „ბიას“ მონაცემთა ბაზაში 78% არის მცირე ზომის კომპანიები, გასულ წელთან შედარებით 2 %-ით არის მცირე კომპანიების რიცხვი გაზრდილი, 17 % უკავია საშუალო სექტორის წარმომადგენლებს, ამ ეტაპზე სტაბილურად არის შენარჩუნებული მსხვილი სექტორის ნაწილი.

– საქმიანობის მიხედვითაც გექნებათ სტატისტიკა…

– რა თქმა უნდა, ამ ნაწილში ტოპ 5 მიმართულებას  გამოვყოფდი:

პირველი ადგილი სამშენებლო სექტორს უკავია,

შემდეგი არის კვებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის საქმიანობები.

მედიცინა, სილამაზე, სპორტი,

საოფისე და საოჯახო საქმე,

სოფლის მეურნეობა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის წილი წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაზრდილია.

-სოფლის მეურნეობა ეკონომიკაში იმის ხარჯზეა გაზრდილი, რომ სხვა სექტორები შემცირდა და ამას პანდემიამაც ერთგვარად შეუწყო ხელი…

– რა თქმა უნდა. ასევე გაგაცნობთ და თქვენთან ერთად შევაფასებ სხვადასხვა ტიპის მახასიათებლებს. საინტერესოა, 2021 წლის ბოლოს რა მაჩვენებლები მივიღეთ.

გასულ წელთან შედარებით იმპორტის პომპეზური რიცხვი შემცირდა 0,5 პროცენტით. უკეთესი ტენდენცია გვაქვს ექსპორტთან, რაც 0, 1 % პროცენტით არის გაზრდილი, ეს ცალსახად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.

შევაჯამეთ უშუალოდ დამფუძნებლების წილიც, ძირითადად 86 % მოდის ქართული კაპიტალის კომპანიებზე, ხოლო დანარჩენი უცხოური კაპიტალით ფიქსირდება.

-ასევე საინტერესოა, რეგიონების მიხედვით როგორია გადანაწილება. რადგან დედაქალაქი არის ყველაფრის ცენტრი, მათ შორის ეკონომიკის საშუალო კომპანიები დარწმუნებული ვარ რეგიონებიდან იქნებიან, რეგიონებში როგორია თქვენთან რეგისტრირებული კომპანიების სტატისტიკა.

– დაახლოებით 37. 5 % მოდის დედაქალაქზე,

რეგიონებში კი რეიტინგი შემდეგნაირად ნაწილდება:

1 ადგილს კახეთი იკავებს 13. 5 %-ით,

იმერეთი მეორე ადგილზეა , 10.5 %-ით.

აჭარა 8 %-ით მესამე ადგილზეა,

შემდეგ მოდის სამეგრელო და ზემო სვანეთი 7%-ით.

-რომ არ მოგატყუოთ, აჭარას კახეთზე მეტს ველოდი…

-ჩვენ ვსაუბრობთ 2021 წელს დამატებულ კომპანიებზე. თუმცა თუ ჯამურად შევაჯამებთ აჭარა პირველ ადგილს იკავებს.

-საერთო ჯამში 2021 წელი პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს…

– რა თქმა უნდა, პოზიტიური წელი იყო და რაც შეეხება 2022 წლის მოლოდინებს, ვფიქრობთ, რომ რაოდენობა ცალსახად გაიზრდება და „ბია“ ჩაერთვება ამ პროცესში. გავაძლიერებთ ამ ნაწილს და უფრო მეტ კომპანიას მივაწვდენთ ხმას. დავამატებთ მათ ჩვენს პლატფორმაზე და შესაბამისად მომხმარებელს უფრო მეტ კომპანიაზე შეეძლებათ, ჰქონდეთ წვდომა „ბიას“ საშუალებით.

რაც შეეხება დამატებით სიახლეებს, ამას პერიოდულად გავაზიარებთ და თქვენს რადიოში დავაანონსებთ.

ვფიქრობთ, 2022 წელი ბევრად პოზიტიური და აქტიური იქნება საქართველოში არსებული სხვადასხვა ბიზნესექტორისთვის.