LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრძელვადიანი მოლაპარაკებები დასრულებულია: Gepherrini-ს პროდუქცია ჩინურ ონლაინ პლატფორმებზე გაიყიდება

Gepherrini-ს პროდუქცია ჩინურ ონლაინ პლატფორმებზე გაიყიდება. საკითხზე კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა და თქვა, რომ საკმაოდ გრძელვადიანი მოლაპარაკებები დასრულებულია და კომპანიის პროდუქცია Taobao-სა და Tmall-ზე 2022 წლის მარტიდან გამოჩნდება.

მისივე განცხადებით, 2022 წელს კომპანია ეტაპობრივად დაიბრუნებს ძველს საექსპორტო ქვეყნებს, ასევე მათ დაემატება იტალიის ბაზარიც.

შეგახსენებთ, Gepherrini-ს პროდუქცია 11 ქვეყანაში იყიდებოდა. კომპანია ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთების გარდა, სამაჯურებს, სამგზავრო ჩანთებს, ტყავის ქამრებს და საფულეებს აწარმოებს.