მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 04:45-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
იმოქმედეთ მხოლოდ ფაქტების გათვალისწინებით, რათა არ მოტყუვდეთ და არ აღმოჩნდეთ ილუზიების, საკუთარი ფანტაზიების გავლენის ქვეშ.
მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებს. ეცადეთ დაეხმაროთ და მაქსიმალურად აუსრულოთ ყველა სურვილი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და საქველმოქმედო, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ინტელექტუალური და სულიერი განვითარებისთვის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და მუსიკალური აპარატურის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ბინის შესაცვლელად და სესხის ასაღებად.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ფეხის კუნთებს და ნერვულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, ყვითელი, ვარდისფერი, ნაცრისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი, ციტრინი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.
