LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა ჩხაიძემ ბერკლიში სრული დაფინანსება მოიპოვა

ლიზა ჩხაიძემ ბერკლიში – Barklee college of Music კინომუსიკის ფაკულტეტზე სრული დაფინანსება მოიპოვა.

4-წლიან ბაკალავრიატზე 100%-იანი გრანტის საერთაშორისო სტუდენტზე გაცემა დაწესებულების მხრიდან იშვიათია და დიდი წარმატებაა.

აღსანიშნავია, რომ ლიზა ჩხაიძისთვის ეს მეორე სპეციალობაა. ამაჟამად ის სწავლობს ბერკლისთან არსებულ კონსერვატორიაში – Boston Conservatory at Barklee საფორტეპიანო სპეციალობით და ამ შემთხვევაშიც 2018 წლიდან სარგებლობს ბერკლის დაფინანსებით.

საქართველოში ლიზა ჩხაიძე სწავლობდა დამსახურებული პედაგოგის ნატალია ნაცვლიშვილის კლასში.