ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მწვანე პასპორტმა რეალური როლი რომ შეასრულოს, მისი მოქმედება შემდეგი 2 თვე უნდა გავრცელდეს ბუსტერული დოზით ვაქცინირებულებზე და ნეგატიური ტესტის მქონეებზე.
ამის შესახებ კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
“თუ გვინდა მწვანე პასპორტმა რეალური როლი შეასრულოს ომიკრონის ტალღის შეკავებაში, მაშინ მისი მოქმედება შემდეგი 2 თვე უნდა გავრცელდეს მხოლოდ შემდეგი კატეგორიის პირზე:
ბუსტერული დოზით ვაქცინირებულები (საქართველოში 90 ათასამდე ადამიანი)
ნეგატიური ტესტის მქონენი
სხვანაირად გაჭირდება ბევრი ადამიანის გადარჩენა და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვისგან დაცვა,”-წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
