LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 2 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 126 პირი, გარდაიცვალა 28 პაციენტი

საქართველოში კოვიდსტატისტიკა განახლდა.

ქვეყანაში კორონავირუსის 2 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში 1 126 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 956 032 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 911 666, გარდაიცვალა 14 156 პაციენტი.