მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 02:23-დან 10:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
სიყვარულს მმართველი პლანეტის – ვენერას 29 იანვრამდე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში რეტროგრადულობა საგრძნობლად გაართულებს რომანტიკულ ურთიერთობას. არაა გამორიცხული გამოჩნდეს ძველი პარტნიორი ან ახლებურადა განავითაროთ ძველი ურთიერთობა.
არ ღირს მიზნის მიღწევა ძალის გამოყენებით და სხვათა დაჩაგვრის ხარჯზე. მოერიდეთ სულსწრაფობის და სიჯიუტის გამოვლენას. თავი შეიკავეთ კამათისა და კონფლიქტებში ჩარევისგან.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პირობების წასაყენებლად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთების და სპორტული ინვენტარის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და ფინანსური ოპერაციების განხორციელება, ხელშეკრულებების გაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს, სისხლძარღვოვან სისტემას და გრძნობის ორგანოებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, სერდოლიკი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს.
