LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისიდან ფრენები ნაწილობრივ აღდგა

ყაზახეთში, ატირაუს და აქტაუს მიმართულებით ფრენები აღდგა.

კომპანია FlyArystan​-ის ინფორმაციით, დაგეგმილ რეისებზე დარჩენილ ადგილებზე პრიორიტეტი ქალები, ბავშვები და მოხუცები იქნებიან.

აქტაუს მიმართულებით რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შესრულდა პირველი გეგმიური ფრენა ნურსულთანის მიმართულებით, რომელსაც საქართველოში ჩარჩენილი 15 მგზავრი გაჰყვა.