საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 842 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი.
Stop.cov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში 34 000 ტესტია ჩატარებული, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 147, PCR ტესტით – 12 853.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 11,3%-ია, ბოლო 14 დღის – 7,45%, ბოლო 7 დღის – 9,17%.
