პოლიციამ ლაგოდეხში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებული, ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად გ.ბ. დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
