გუშინ ლაგოდეხში ქალი ყოფილმა მეუღლემ ჯერ მოკლა, შემდეგ კი საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა.
მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, 35 წლამდე ქალი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, თუმცა მოგვიანებით მომხდარზე ერთი პირი დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ -ის 11 პრიმა 109 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
