LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი წარუდგინა

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა.

სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს მის მიერ შერჩეული ორი კანდიდატი შესთავაზა. ესენია: გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე.

„ჩატარებული არჩევნები დიდ იმედს მიქმნის იმისთვის, რომ ჩემი კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოში მხარდაჭერილი იქნება“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

თავის მხრივ, ცესკოს თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატი თენგიზ თევზაძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ცესკოში განსახორციელებელ რეფორმებს შესთავაზებს. თევზაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული საჭიროა, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას ნდობა დაუბრუნდეს.