მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:46-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
არ შეიზღუდოთ და მეტი თავისუფლება მიეცით საკუთარ თავს, თუმცა არ ღირს დაუფიქრებლად მოქმედება და სარისკო გადაწყვეტილებების მიღება. მოერიდეთ სხვების საქმეში ჩარევას, რადგან ასე მხოლოდ მათ გაღიზიანებას გამოიწვევთ.
პარტნიორული ურთიერთობა – თავი შეიკავეთ პრეტენზიების გამოთქმისა და ზედმეტი პირდაპირობისგან. არ ღირს სიჯიუტე და წვრილმანებს ჩაძიება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, ვაჭრობისა და კომერციისთვის, ინფორმაციის მოძიებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნოთა წრის გაფართოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. აკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. კარგი დღეა დიეტის დაწყებისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, ყავისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ასევე ოპალი, აქატი, ონიქსი, მალაქიტი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ სასწორს და მშვილდოსანს.
