LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია: ჩემი დაავადება არ განიკურნებაო? – ასეთი რამ არასდროს მომისმენია ჩემი შვილისგან, პირველად მოვისმინე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.

როგორც ალასანიამ დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს სიმპტომები ისევ აქვს, თუმცა მასთან პირად ექიმს არ უშვებენ.

„ჩემი დაავადება არ განიკურნებაო? ასეთი რამე არასდროს არ მომისმენია ჩემი შვილისგან და პირველად მოვისმინე. სიმპტომები არის. ექიმებს არ უშვებენ. ეს არ ვიცი, ჩემთვის აუხსნელია რატომ არ უნდა უშვებდნენ. პარლამენტარებს უშვებენ, თითქმის ყველას უშვებენ, ოჯახის წევრები შეიძლება და რატომ არ შეიძლება, ვთქვათ, პირადი ექიმი რომ შემოვიდეს? რა ხდება ვერ გამიგია“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ყოფილი პრეზიდენტის მოთხოვნაზე კი, მისი გლდანის ციხეში გადაყვანის კადრები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სრულად გაასაჯაროოს, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ამ თემაზე დღეს მიხეილ სააკაშვილთან არ უსაუბრია, თუმცა ადრე მასთან ექსპრეზიდენტმა პენიტენციურ სამსახურში ცემის შესახებ ისაუბრა.

„მანამდე იყო იმაზე ლაპარაკი, რომ ურტყამდნენ, ფეხებს უმტვრევდნენ და თავში არტყამდნენ. ეს ფეხების მტვრევა მახსოვს მაშინვე თქვა და ახლა, დღეს, არაფერი უთქვამს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სთხოვს, მისი გლდანში გადაყვანის კადრები სრულად გაასაჯაროოს: ხერხეულიძე